რეკომენდაციები, რომლებიც გადამზიდი კომპანიის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს და მო­თხოვ­ნა სულ უფრო იზ­რდე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სერ­ვის­ზე მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის, ისე პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის, რის გა­მოც რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ად­გი­ლობ­რივ გა­დამ­ზიდ კომ­პა­ნი­ებს შო­რის მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნია და რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ამ დროს? ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ლო­მე სა­მუ­შია, რო­მელ­საც ლო­გის­ტი­კურ კომ­პა­ნია „ინ­ტერ ლო­ჯის­ტიკსი“ მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს დაგ­რო­ვი­ლი:

თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით, რო­გო­რია დღეს გა­და­ზიდ­ვე­ბის ხა­რის­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით?

ლო­გის­ტი­კა ფარ­თო, კომ­პლექ­სუ­რი სფე­როა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბის ყვე­ლა სერ­ვისს აერ­თი­ა­ნებს, რო­გორც ტვირ­თის მომ­ზა­დე­ბას, ისე გა­და­ზიდ­ვის პრო­ცე­სის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მი­წო­დე­ბას, რა­საც უამ­რა­ვი დე­ტა­ლი ახ­ლავს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს ყვე­ლა შე­საძ­ლო ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც და­არ­ღვევს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დამ­კვეთ­თან და მომ­წო­დე­ბელ­თან სწრა­ფად და­კავ­ში­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც სან­დო და მე­გობ­რულ გა­რე­მოს ქმნის.

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნი­ის შერ­ჩე­ვი­სას? რას უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა პირ­ველ რიგ­ში?

მომ­ხმა­რე­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს, გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნია სთა­ვა­ზობს თუ არა მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სერ­ვისს, რაც გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს: ტვირ­თე­ბის უსაფრ­თხო და დრო­ულ გა­და­ზიდ­ვას, ტვირ­თის და­ზღვე­ვას, შიდა მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, სა­ბა­ჟო მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და ტვირ­თის და­სა­წყო­ბე­ბას.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის შერ­ჩე­ვის დროს პირ­ველ ეტაპ­ზე ინ­ტე­რეს­დე­ბა ტა­რი­ფე­ბით. ვურ­ჩევ, ერ­თმა­ნეთს შე­ა­და­როს ტა­რი­ფე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბულ ფას­ში რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფილ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს კომ­პა­ნია და ამის შემ­დეგ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ზო­გად ჭრილ­ში რომ გან­ვი­ხი­ლოთ, გა­დამ­ზიდ კომ­პა­ნი­ებს რა პო­ლი­ტი­კა აქვთ და­კარ­გულ ნივ­თებ­თან ან ამა­ნა­თის ჩა­მოს­ვლის თა­რი­ღის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით? რო­გორ იცა­ვენ მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბებს?

სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს ტვირ­თის და­ზღვე­ვა, რო­მე­ლიც ტვირ­თის და­კარ­გვის ან და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. „ინ­ტერ-ლო­ჯის­ტიკსს“ აქვს სო­ლი­დუ­რი თან­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ზღვე­ვა, რაც გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ვი­ყოთ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი ჩვენს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გა­და­ზიდ­ვა­ზე. მომ­ხმა­რე­ბელ­მა ამ დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­აქ­ცი­ოს, რათა სა­მო­მავ­ლო უსი­ა­მოვ­ნე­ბა და დის­კომ­ფორ­ტი აი­რი­დოს თა­ვი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დე­ბის გა­და­წე­ვას სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ დამ­კვეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ყვე­ლა შე­საძ­ლო ფაქ­ტო­რი და დრო­უ­ლად აც­ნო­ბოს მას ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფერ­ხე­ბის შე­სა­ხებ. ამ დროს კო­მუ­ნი­კა­ცია და მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა ტვირ­თის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­თან და თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და გა­დამ­ზი­დის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე და­დე­ბი­თაც აი­სა­ხე­ბა.

ალ­ბათ ხში­რად გი­ნა­ხავთ სხვა­დას­ხვა „ფე­ის­ბუქ“ ჯგუფ­ში გა­დამ­ზი­დით უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პოს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ფა­სებს და ასე­ვე და­კარ­გულ ნივ­თებს ეხე­ბა. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ აღ­ნიშ­ნულ ვი­თა­რე­ბას?

მე შე­მიძ­ლია გან­ვი­ხი­ლო, რო­გორ უდ­გე­ბა ჩვე­ნი კომ­პა­ნია აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს: ბაზ­რის კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ კონ­კუ­რენ­ტულ ფას­სა და და­ზღვე­ვას, რათა და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ.

ამას­თან, ტვირ­თე­ბის დრო­უ­ლი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ჩვენს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. იმის გამო, რომ ჩვე­ნი სერ­ვი­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს საბ­რო­კე­რო და სა­ბა­ჟო მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და გვაქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­სა­წყო­ბე ად­გი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ვა­ხერ­ხებთ პრობ­ლე­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ას.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, „ინ­ტერ ლო­ჯის­ტიკ­სი“ ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვას და­ზღვე­ვის გა­რე­შე არ ახორ­ცი­ე­ლებს, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ტვირ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­კვეთს ზა­რა­ლი აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბა.