მთავარი ბლოგი სერვისი პარტნიორები ჩვენ შესახებ

საქართველოში ექსპორტი 12.2%-ით, იმპორტი კი 1.6%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 803.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, ეს მონაცემები 12.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 25.1 პროცენტით შემცირდა და 372.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის მიხდედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (79.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (53.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი(43.6 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით ის იანვარ-თებერვლის მონაცემებით 2 146.8 მლნ. აშშ დოლარს შედადგენს (შემცირდა 1.6 პროცენტით).

2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (408.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (313.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (173.5 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (471.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (410.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (221.7 მლნ. აშშ დოლარი).