სომხეთი, ირანი და ინდოეთი საქართველოს გავლით ახალ სავაჭრო მარშრუტს ქმნიან
<p>სომხური მედიის ცნობით, სომხეთი, ირანი და ინდოეთი ახალი სავაჭრო მარშრუტის ჩაშვებას გეგმავენ. უფრო დეტალურად, ეს იქნება ნამდვილი გარღვევა საერთაშორისო ლოგისტიკაში. რაც შეეხება მარშრუტს, ის ინდოეთში, მუმბაის პორტიდან ირანის ჩაბაჰარის გავლით სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და საქართველოში შემოვა, საიდანაც პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში გავა.</p>
<p>ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი სავაჭრო კორიდორი ოთხჯერ შეამცირებს ლოგისტიკურ ხარჯებს, ხოლო გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდება - 40 დღიდან 18 დღემდე.</p>
<p>ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული პროექტის წარმატებული რეალიზაცია ასევე განიხილება, როგორც არსებული საზღვაო მარშრუტების პერსპექტიული ალტერნატივა, მათ შორის სუეცის არხის გავლით.</p>