საქართველოში 6 თვეში 8 018 სატვირთოს იმპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოში 8 018 სატვირთო ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. სატვირთოების საერთო ღირებულებამ 99.493 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სატვირთოების იმპორტი 34.4%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, გასული წლის პირველ ნახევარში საქართველოში 73.976 მილიონი დოლარის ღირებულების 7 379 ერთეული ამ კატეგორიის ტრანსპორტი შეიძინეს.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი რაოდენობის - 2 259 ერთეული სატვირთო იმპორტირებულია გერმანიიდან. ღირებულების კუთხით კი ჩინეთი ლიდერობს.

TOP 10 უმსხვილესი საიმპორტო ქვეყანა:

ჩინეთი - 23.598 მილიონი დოლარის 601 ერთეული;

გერმანია - 19.192 მლნ დოლარის 2 259 ერთეული;

თურქეთი - 17.616 მლნ დოლარის 357 ერთეული;

ნიდერლანდები - 7.152 მლნ დოლარის 1 193 ერთეული;

საფრანგეთი - 4.908 მლნ დოლარის 387 ერთეული;

პოლონეთი - 4.524 მლნ დოლარის 591 ერთეული;

ბელგია - 3.029 მლნ დოლარის 438 ერთეული;

ლიტვა - 2.892 მლნ დოლარის 60 ერთეული;

იაპონია - 2.823 მლნ დოლარის 977 ერთეული;

აშშ - 1.665 მლნ დოლარის 162 ერთეული.

რაც შეეხება ფასს, წელს საქართველოს ერთი სატვირთოს იმპორტი საშუალოდ 12 408 დოლარი უჯდებოდა, შარშან საანგარიშო პერიოდში კი 10 025 დოლარი.