საქართველოში მზესუმზირის ზეთის 89% რუსეთიდან შემოდის

საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 5.9%-ით გაიზარდა. გასული წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 23.3 მილიონი დოლარის ღირებულების ზეთი შემოვიდა, წელს იმავე პერიოდში კი 24.6 მილიონი დოლარის.

საანგარიშო პერიოდში შემცირებულია 1 ლიტრი მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ფასი. გასულ წელს თუ ერთი ლიტრის საშუალო ფასი 1.14 დოლარი იყო, წელს ფასი ერთ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოში მზესუმზირის ზეთის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოვიდა. მიმდინარე წლის შვიდ თვეში რუსეთის წილი ზეთის იმპორტში 89%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში ზეთის 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა ასე გამოყურება:

რუსეთი - 20.8 მილიონი დოლარის 21 332 ტონა;

უკრაინა - 2.9 მილიონი დოლარის 2 306 ტონა;

აზერბაიჯანი - 807 ათასი დოლარის 624 ტონა;

უნგრეთი - 109 ათასი დოლარის 59 ტონა;

თურქეთი - 42 ათასი დოლარის 29 ტონა.