საქართველოში კონიაკის იმპორტი 233.8%-ით გაიზარდა - სად რა ფასად ყიდულობს ქვეყანა ალკოჰოლურ სასმელს?

საქართველოში კონიაკის იმპორტი 233.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კონიაკის იმპორტი 13.9 ათასი ტონიდან 46.4 ათას ტონამდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 373.2 ათასი დოლარის ღირებულების კონიაკი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 142.9 ათასი დოლარის ღირებულების. თანხობრივად ყველაზე დიდი რაოდენობით კონიაკი როგორც წელს, ასევე შარშან ქვეყანაში საფრანგეთიდან შემოვიდა, სომხეთი კი მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება მოცულობას, 16.9 ათასი ტონით პირველოსანი რუსეთი აღმოჩნდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-5 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს კონიაკი იყიდა:

საფრანგეთი - 115.5 ათასი დოლარის ღირებულების 15.1 ათასი ტონა (ერთი ლიტრის საშუალო ღირებულება 7.6 დოლარი)

სომხეთი - 104.6 ათასი დოლარის ღირებულების 12.2 ათასი ტონა (ერთი ლიტრის საშუალო ღირებულება 8.5 დოლარი)

რუსეთი - 84.5 ათასი დოლარის ღირებულების 16.9 ათასი ტონა (ერთი ლიტრის საშუალო ღირებულება 5 დოლარი)

არაბთა გაერთიანებული საამიეროები - 26.4 ათასი დოლარის ღირებულების 200 ტონა (ერთი ლიტრის საშუალო ღირებულება 132 დოლარი)

ესპანეთი - 25.3 ათასი დოლარის ღირებულების 1.5 ათასი ტონა (ერთი ლიტრის საშუალო ღირებულება 16.8 დოლარი)