მთავარი ბლოგი სერვისი პარტნიორები ჩვენ შესახებ

საქართველოში იმპორტირებული წიწიბურას 99%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის

გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 59 ცენტი იყო, წელს კი ფასი 45 ცენტამდე შემცირდა. მონაცემების მიხედვით, საქართველოს წიწიბურას იმპორტი 24%-ით გაუიაფდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში წიწიბურას იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება. მაგალითისთვის, 2024 წლის 8 თვეში ქვეყანაში წიწიბურას 99%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. წელს საქართველომ რუსეთიდან 1.817 მილიონზე მეტი ღირებულების 4 052 ტონა წიწიბურა იყიდა.

საანგარიშო პერიოდში პროდუქციის მცირე ნაწილი შემოვიდა პოლონეთიდან და იტალიიდან. უფრო კონკრეტულად, პოლონეთიდან იმპორტირებულია 5 470 დოლარის ღირებულების 1.28 ტონა წიწიბურა, ხოლო იტალიიდან 90 დოლარის ღირებულების 10 კგ. პროდუქცია.

გადაზიდე სასურველი პროდუქცია "ინტერ ლოჯისტიკსის" დახმარებით. (FB ბმული) კომპანიას 12 წლიანი გამოცდილება აქვს. დეტალებზე მოგვწერეთ მეილზე info@interlogistics.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 65 03 82