მთავარი ბლოგი სერვისი პარტნიორები ჩვენ შესახებ

საქართველოს დერეფანში სატვირთო ავტომობილების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 149 331 907 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 151 700 551 ლარი. წინა წლის პერიოდთან შედარებით, გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი ბიუჯეტში 2024 წლის 10 თვეში, 2.4 მლნ-მდე ლარით შემცირდა.

ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ამ წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს დერეფანი 426 662-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წელს კი 433 430 ტრაილერმა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.