„მიმდინარე მოვლენები ევროკავშირში ექსპორტს გაანულებს“

„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უარყოფითი შედეგი ექნება ბიზნესის ყველა სფეროსთვის“ - განაცხადა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში არსებულ არასტაბილურ ვითარებას გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკასა და ზოგადად, ბიზნესის ყველა სექტორზე ნეგატიური შედეგი ექნება.

„ყველაზე მეტად ბიზნესი ვერ იტანს და ვერ უძლებს არასტაბილური მდგომარეობასა და გაურკვევლობას. ეს აფრთხობს ინვესტორებს, მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე, პირდაპირ მოქმედებს მთელ რიგ სექტორებზე, მაგალითად უკვე იმოქმედა ტურიზმსა და მასზე მიბმულ სხვა სფეროებზე. ასევე, რა თქმა უნდა, ექსპორტ-იმპორტიც დაზარალდება და ყველა მიმართულებისთვის ცუდი იქნება. რაც მალე მოხდება ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის გამოსავლის მოძებნა, მით უფრო მსუბუქი იქნება უარყოფითი შედეგები“, - აღნიშნავს ბეჟიტაშვილი.

რაც შეეხება ევროკავშირთან ვაჭრობას, ბეჟიტაშვილი არ გამოროცხავს, რომ ასეთ სიტუაციაში საქართველოდან ექსპორტი განულდეს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ათ თვეში ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტიდან საქართველომ 355.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის წილი ქართული პროდუქციის ექსპორტში 15%-ს შეადგენს.

„ქართული პროდუქცია ევროკავშირში დიდი რაოდენობით ისედაც არ გაგვაქვს, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე, DCFTA-ს მეშვეობით და ქვეყნის კურსიდან გამომდინარე (რაც აქამდე ჰქონდა ქვეყანას აღებული) იყო წინსვლის და ზრდის ტენდენციის პერსპექტივა, მაგრამ ახლა, ეს მიმდინარე მოვლენები, თავისთავად შეაჩერებს ამ ყველაფერს და შეიძლება ითქვას, რომ გაანულებს საქართველოდან ექსპორტს ევროპის მიმართულებით.