რა პრობლემები შეუქმნა ისრაელი-ჰამასის ომმა ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებას - „ინტერ ლოჯისტიკსი“

ისრაელის ჰამასთან ომმა გლობალური ვაჭრობის შეფერხება გამოიწვია, ვინაიდან იემენელი ჰუსიტები პალესტინელებთან სოლიდარობის გამო, კომერციულ გემებს თავს დაესხნენ დრონებით. შედეგად, ჩინეთიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართულებით გამოსული გემები იძულებულები გახდნენ, რომ დანიშნულების ადგილამდე შემოვლითი გზით ჩავიდნენ.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას საერთაშორისო გადამზიდი კომპანია „ინტერ ლოჯისტიკსის“ ხელმძღვანელი, თამარ ხუციშვილი ამბობს, რომ წითელ ზღვაში შექმნილი ვითარებისა და დაძაბულობის გამო, გემების ჩამოსვლის დრო 60-65 დღიდან, 90-95 დღემდე გაიზარდა და ახლა გემებს ბევრად დიდი მარშრუტით უწევთ დანიშნულების ადგილამდე მოსვლა.

„გემები უკვე შემოვლითი გზით მოდიან, ამის გამო, ფასები საგრძნობლად გაზრდილია. თუ დავუშვათ, 20-ფუტიანი კონტეინერი ჯდებოდა 1700-1900 დოლარი, ახლა მისი ფასი 5000 დოლარამდეა გაზრდილი“, - განაცხადა თამარ ხუციშვილმა.

ამის გარდა, „ინტერ ლოჯისტიკსის“ ხელმძღვანელი საუბრობს იმ საფრთხეზე, რომ ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში შემოდის, ფასი გაიზრდება, რადგან ტრანსპორტირების ტარიფები კრიტიკულად გაზრდილია. მისივე თქმით, იმპორტიორმა კომპანიებმა სამომავლო გეგმები ისე უნდა დააწყონ, რომ გათვალისწინებული იყოს ტრანსპორტირების გაზრდილი დრო და ხარჯები. მსგავსი კრიტიკული სიტუაცია, თამარ ხუციშვილის ვარაუდით, 2024 წლის მარტის თვემდე გაგრძელდება.

„ჩინეთიდან შემოსული ნებისმიერი სახის პროდუქტი დიდი ალბათობით, გაძვირდება. ამის მიზეზი მარტივია - ტრანსპორტირების ხარჯების გაძვირება. არ გაძვირებულა პროდუქტის ფასი, მაგრამ გაძვირდა მისი აქამდე ჩამოსვლის ღირებულება. თუ აქამდე ერთ კუბურ მეტრზე ფასი დაახლოებით, 90 დოლარი იყო გადასახდელი, ახლა ეს თანხა 190-200 დოლარამდეა ასული და არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდება.

საქმე იმაშია, რომ სიტუაცია აქამდე ომის გამო მივიდა და ომი არავინ იცის, როდის დასრულდება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ სიტუაცია მომავალი წლის მარტიდან შედარებით გამოსწორდება, რადგან აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია „კეთილდღეობის მცველი“ დაიწყო.

ამ ყველაფერის ფონზე კი იმპორტიორმა კომპანიებმა იმაზე უნდა იფიქრონ, რომ მათი გეგმები ამ ცვლილებებს, გაზრდილი ტრანსპორტირების ვადასა და ხარჯებს მოარგონ“, - აღნიშნავს თამარ ხუციშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.